ესპანეთში ღამის კლუბები იხურება და ქუჩებში მოწევა იკრძალება

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, ღია სივრცეებში, იქ სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მოწევაც აიკრძალება.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ საზოგადოებას მოუწოდა, 10-ზე მეტი პირის შეკრებისგან თავი შეიკავონ.

ცნობისათვის, ესპანეთში, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში 337 334 ადამიანი დაინფიცირდა.