6 ივლისიდან გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია

6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ აღნიშნულია თიბისის კაპიტალის კვლევაში.

„გაცემული იპოთეკური სესხები ძლიერ ზრდას ინარჩუნებს, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი თითქმის უცვლელია და ამჟამად წ/წ -15%-ს შეადგენს, წინა კვირის -16%-თან შედარებით“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.