საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3- ით გაიზარდა და 1088-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7597 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.