Geared Online-ის აუქციონზე გაიყიდა 54 წლის Ferrari 275 GTB Long Nose, რომლის საბოლოო შეთავაზებულმა ფასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის 3,08 მილიონ დოლარად გაიყიდა. შედეგად კი ის გახდა ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც ოდესმე გაყიდულა ონლაინ.
Ferrari 275 GTB-მ მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდა 2003 წლის Ferrari Enzo-ს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში RM Sotheby’s აუქციონზე 2,64 მილიონ დოლარად გაიყიდა. სხვადასხვა წლებში რეკორდულ თანხად გაყიდულა ასევე 1995 წლის Ferrari F50 (2,1 მლნ დოლარად) და 1992 წლის Ferrari F40 1,6 მილიონ დოლარად).
თუმცა თუ ყველა აუქციონს გავითვალისწინებთ, მათ შორის ონლაინ ჩატარებულს, ამ შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის ტიტულს, რომელიც ოდესმე გაყიდულა, ინარჩუნებს 1962 წლის Ferrari 250 GTO. აღნიშნული მოდელი 2018 წელს 44,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, 2019 წელს კი ის ოფიციალურად აღიარეს ხელოვნების ნიმუშად.