საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ვებ გვერდზე არ განახლებულა და შესაბამისად, გამოჯანმრთლებულთა რიცხვი კვლავ 1088-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249.