ევროზონის ეკონომიკა აპრილ-ივნისში 12,1%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროზონის 19 ქვეყანაში მშპ 12,1%-ით შემცირდა, რაც რეკორდული კლებაა ამ კვარტლისთვის.

ევროზონის ეკონომიკა რეცესიაშია შესული. მშპ-ს ვარდნა კი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა 1995 წლიდან დღემდე.

წლიურ გამოხატულებაში კი ევროზონის ეკონომიკა 15%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ქვეყნებში, მშპ-ს კლება, საანგარიშო პერიოდში რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა გერმანიაში -10%, საფრანგეთში -13,8%, იტალიაში --12,4% და ესპანეთში 18,5% - იუწყება Trading Economics.

რაც შეეხება ევროკავშირის მონაცემებს, 27 ქვეყანაში მეორე კვარტალში მშპ 11,7%-ით არის შემცირებული, ხოლო წლიურ გამოხატულებაში 14,1%-ით.

კოკა კვირკველია