პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 300 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. Worldometer-ის ცნობით, მსოფლიოში ამ დროისთვის ვირუსის 21 617 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 770 000-ს მიაღწია.

ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 14 მილიონზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება.