ინდოეთი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკაში 1,46 ტრილიონ დოლარს ჩადებს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის გავრცელებას და დაანონსა 1,46 ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, იუწყება Associated Press.

ინდოეთის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 74-ე წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ განსაზღვრა 7 ათასი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა დახმარებითაც ისინი თავიდან აიცილებენ პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ დარყმას.

გარდა ამისა, ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამ ვაქცინაზე მუშაობა სხვადასხვა სტადიაზეა და ისინი მასიურ წარმოებაშ ჩაეშვება მაშინვე როგორც კი მეცნიერები მასზე თანხმობას გასცემენ.

ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემებით ინდოეთში კორონავირუსისგან 2,5 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასამდე აღწევს.

კოკა კვირკველია