უორენ ბაფეტის კომპანია „ბერკშირ ჰეტუეიმ“ გამოაცხადა, რომ რამდენიმე დიდი ამერიკული ბანკის აქციები გაყიდა. კერძოდ, შეამცირა თავისი წილი „ველს ფარგოსა“ და „JP მორგან სტენლიში“ და შეწყვიტა „გოლდმენ საქსის“ ინვესტირება.
ამასთან, როგორც საინვესტიციო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამია, შეისყიდა ტორონტოში ბაზირებული სამთო მომპოვებელი კომპანია „ბერიკ გოლდის“ 20.9 მილიონი აქცია, რისი ღირებულებაც 563.6 მილიონი ამერიკული დოლარია. ცნობისათვის, ეს მსოფლიო სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა.
ინვესტორები ყოველთვის ინტერესდებიან „ბერკშირის“ კვარტალური მოხსენბებით, რადგან აინტერესებთ, სად აბანდებენ საკუთარ კაპიტალს ბაფეტი და მისი პორტფელის მენეჯერები, ტოდ კომბსი და ტედ ვეშლერი.
„ბერიკის“ აქციების ღირებულების მატებას, ხელს ოქროს ფასის ზრდა უწყობს. ოქროს ფასმა ახლახანს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მას შემდეგ კი, „ბერკშირის“ მოხსენება გამოქვეყნდა, კანადური კომპანიის აქციების ფასი 3.2 პროცენტით გაიზარდა.
ბაფეტმა „ველს ფარგოში“ ინვესტირება 1989 წელს დაიწყო, მაგრამ 2018 წლის დასაწყისიდან, მის ხელთ არსებული დაახლოებით ნახევარი გაყიდა. ამერიკული საბანკო გიგანტის აქციების გაუფასურებას, მის ირგვლივ ატეხილი არაერთი სკანდალი იწვევს.
„ბერკშირმა“ თითქმის 62 პროცენტით შეამცირა „JP მორგან სტენლის“ აქციების მოცულობა. სხვათა შორის, ზემოთ ნახსენები კომბსი, ამ საბანკო გიგანტის დირექტორია. ბაფეტის კომპანიამ ასევე „გოლდმენ საქსის“ 1.9 მილიონი იაქცია გაყიდა. თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ბაფეტი ამბობს, რომ ბანკებს საკმარისი მოცულობით რესურსები აქვთ იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიას გაუმკლავდნენ. და ის საბანკო სექტორში ინვესტირებას აგრძელებს - ახლახანს „ბენკ ოფ ამერიკას“ 2 მილიარდს ღირებულების აქციები შეისყიდა.