იაპონიის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში რეკორდულად შემცირდა

იაპონიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.8%-ით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია იმ დროიდან, როდესაც შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანის ეკონომიკა ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში შემცირდა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის 485 ტრილიონ იენამდე შემცირება გამოიწვია, რაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია 2011 წლის აპრილ-ივნისის შემდეგ.

ქვეყნის ეკონომიკის ვარდნას ექსპერტები კორნავირუსის ეპიდემიის გამო მოხმარებისა და ექსპორტის შემცირებით ხსნიან.