COVID-19-ის გავლენით, ბინების გაყიდვები 2020 წლის აპრილსა და მაისში მკვეთრად შემცირდა, თუმცა ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ივლისში კლების ტემპი შენელდა, ამ ყველაფერს საინვესტიციო ბანკის - Galt & Taggart-ის კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის მიხედვით, ბინების გაყიდვების წლიური კლება ასე გამოიყურება:
· აპრილი - მინუს 92.7%
· მაისი - მინუს 74.3%
· ივნისი - მინუს 21%
იმავე კვლევის თანახმად 2020 წლის მე-2 კვარტალში თბილისში შედეგების გაუმჯობესებაა პროგნოზირებული (გაყიდვების ზრდის 0%-იანი ტემპი). Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გაყიდვებს ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირება.
აღსანიშნავია, რომ აპრილში ბინების ფასის ერთადერთი 8.3%-იანი ზრდის შემდეგ, ახალი ბინების ფასი შემცირდა. მაისში და ივნისში კი დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა, განსაკუთრებით, გამქირავებლებმა ახალ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყეს და ფასებიც შეამცირეს.
უძრავი ქონების სექტორში გაყიდვების სტიმულირებისთვის დეველოპერებს ათობით რეკომენდაციის გათვალისწინება შეუძლიათ. ჩვენ შევარჩიეთ 5 ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც სამშენებლო სექტორს ამ პროცესში დაეხმარება:
სესხების სუბსიდირების პროგრამის გამოყენება გაყიდვების სტიმულირებისთვის
მთავრობის გეგმა, ახალაშენებული ან მშენებარე ბინების შესაძენად აღებული იპოთეკური სესხის 4% დაასუბსიდიროს, აღნიშნული პროდუქტის მიმართ დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის.
თუ მომხმარებელი ბინის ფასის შემცირებას, თანხის ნაწილის შეგროვებას ან რაიმე სხვას ელოდა, გაჩნდა შესაძლებლობა, იჩქაროს და უძრავი ქონება შეღავათით უფრო სწრაფად შეიძინოს, რადგან სუბსიდირების პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, პროექტის შეთავაზებისას, სასურველია, დეველოპერმა აქცენტი გააკეთოს სესხის განაკვეთის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე და მომხმარებელს სრულად დაანახოს სურათი, რამდენით ნაკლებს დახარჯავს ის მაგალითად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის განაკვეთის 4%-ს. სუბსიდია სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ სუბსიდია არაუმეტეს 200 000-ლარიან სესხებზე გაიცემა და მათ, ვისაც სურს, ახალი პროგრამით ისარგებლოს, ბინის ღირებულების სულ მცირე 10% უნდა ჰქონდეს შეტანილი.
პროექტის შესახებ მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება
მომხმარებლის მოთხოვნები წლიდან წლამდე იზრდება, იცვლება სტანდარტებიც, რომლის მიხდვითაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სამშენებლო ნებართვებს გასცემს.
უძრავი ქონების შეძენის მსურველები პროექტის გაცნობისას ხშირად ინტერესდებიან უსაფრთხოების საკითხებით, სამშენებლო მასალის ხარისხით, შენობის მდგრადობით და ა.შ.
დეველოპერული კომპანია ვალდებულია, ყველა კანონით გათვალისწინებული სტანდარტი დააკმაყოფილოს, თუმცა სასურველია, თუ ამის შესახებ ინფორმაციას მყიდველსაც მიაწვდის. ასე ის შეძლებს, უფრო საიმედო, გამჭვირვალე და სანდო კომპანიის იმიჯი შეიქმნას.
კლიენტების კმაყოფილების მუდმივი კონტროლი
არაფერია იმაზე სანდო, ვიდრე გამოცდილების მქონე პირებისგან ობიექტური ინფორმაციის მიღება. კომპანიების არაკეთილსინდისიერების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებსა თუ სხვა არხებში გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დადებითი შეფასებები.
დეველოპერებს, რომლებიც პროექტს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავთ, შეუძლიათ მომხმარებელთა დადებითი შეფასებები თავიანთ სარეკლამო კომუნიკაციაში გამოიყენონ, ასევე აკონტროლონ სოციალურ ქსელებში ის უკუკავშირი, რასაც კონკრეტული მომხმარებლები ტოვებენ, ხელი შეუწყონ სოციალურ ქსელებში კმაყოფილი მომხმარებლების მიერ დადებითი შეფასებების გაჩენას.
ე.წ Word of mouth არის ის, რაც გაყიდვების მიმართულებით ყოველთვის წარმატებით მუშაობს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს, კომპანიამ შესაძლებელია დამატებითი სტიმულები შექმნას, კლიენტებისთვის გარკვეული საჩუქრები დააწესოს.
ბინასთან ერთად, მომხმარებლისთვის დამატებითი სერვისის ან პროდუქტის შეთავაზება
ამ ხერხს კომპანიები უკვე წლებია, მიმართავენ და როგორც წესი, ძირითადად, ამართლებს. ერთგვარი გათამაშებები, ბინის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გარკვეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, დაზღვევა თუ სხვა სერვისი ან პროდუქტი პროექტს უფრო მიმზიდველს ხდის. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა ორი ერთი და იმავე ფასისა და მსგავსი მდებარეობის ორ ბინას შორის შეიძლება, უპირატესობა მიანიჭოს იმას, ვინც მსგავს აქციას სთავაზობს.
პროექტის შესახებ ინფორმაციის House.ge-ზე განთავსება
House.ge არის პლატფორმა, რომელიც SS.ge-ის გუნდმა პანდემიის აქტიურ პერიოდში შექმნა. პლატფორმაზე განთავსებულია მხოლოდ ახალაშენებული და მშენებარე ბინები. ამასთან, ის დეველოპერს საშუალებას აძლევს, კომპანიისა და კონკრეტული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინოს. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, არა ცალკეული ბინის, არამედ პროექტის შესახებ დეტალურად შეიტყოს, მისი ფასები, ხარისხი, ადგილმდებარეობა, მიმდებარე ობიექტები და სხვა ფაქტორები უფრო ადვილად შეადაროს სხვა პროექტებს.
ამასთან, House.ge მომხმარებელს დეველოპერთან პირდაპირ აკავშირებს და მასთან კომუნიკაციას უმარტივებს, რაც გაყიდვების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ყველა ის სერვისი, რასაც აქამდე SS.ge სთავაზობდა და დამატებით, კომპანიის პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.