იაპონიის ხელისუფლება Nissan-ის და Honda-ს გაერთიანებას ცდილობდა

იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მომხდარიყო ორი იაპონური საავტომობილო კომპანიის Nissan და Honda-ს გაერთიანება. ამისთვის ისინი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებდნენ - წერს გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, რომელშიც საავტომობილო ბაზარზე მძაფრი კონკურენცია და უახლესი ტექნოლოგიებზე მოთხოვნა ფიქსირდება. გარდა ამისა, ცაკლეული ჩინოვნიკები შეშფოთებული იყვნენ Nissan-ის მომავლითაც, რომელიც შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთულ სიტუაციაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ გაწყდება ალიანსი ფრანგულ Renault-თან კარლოს გონის სკანდალური დაკავების შემდეგ, რომელიც იყო Renault - Nissan – Mitsubishi ალიანსის ხელმძღვანელი.

როგორც ცნობილია, კარლოს გონი 2018 წელს დააკავეს თაღლითობისთვის, რის შემდეგაც მან გაქცევით დააღწია თავი პატიმრობას და ლიბანში წავიდა.

რაც შეეხება თავად კომპანიებს, Nissan და Honda-მ უარყვეს შერწყმის იდეა, შედეგად კი მოლაპარაკებები არ შედგა. გამოცემის წყაროს ცნობით, ამ მიზანს რამდენიმე წინააღმდეგობა უძღოდა წინ: მათ შორის საერთო დეტალების გამოუყენებლობა ავტომობილების წარმოებაში ფუნდამენტური განსხვავების გამო, კომპანიების პრინციპიალურად განსხვავებული ბიზნეს მოდელი, ასევე Nissan-ის კონცენტრაცია Renault-სთან ალიანსის გამყარებაზე.

კოკა კვირკველია