ამერიკულმა ბანკმა Citigroup Inc-მა შეცდომით გადაუხადა 900 მილიონი დოლარი Revlon Inc-ის კრედიტორებს და ახლა ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს - წერს გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.
კრედიტორებმა Revlon-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, ამ უკანასკნელის მხრიდან ვალის რესტრუქტურიზაციის ტაქტიკის გამო და უკვე მომდევნო დღეს მიიღე ინფორმაცია, რომ 2016 წელს გაცემული კრედიტი სრულად იყო დაფარული.
Citi-ის ხელძღვანელობამ სთხოვა მათ ფულის უკან დაბრუნება და ეს საოპერაციო შეცდომით ახსნეს. როგორც ირკვევა, კრედიტორებმა მიიღეს მთელი თანხა დარიცხული პროცენტებითურთ და ეს თანხა მათ არ მიუღიათ Revlon-ის გავლით.
ცნობილია, რომ ამერიკული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია კონფლიქტურ სიტუაციაშია საკუთარ კრედიტორებთან, რომლებმაც მას 2016 წელს გაუწიეს ფინანსური დახმარება. საუბარია კომპანიებზე: Brigade Capital Management LP, HPS Investment Partners LLC და Symphony Asset Management.