დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. 2018 წელს საქართველოში 1,306 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4პროცენტი შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33,2% იყო.
რაც შეეხება 2020 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს, წელს 171, 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.