ინვესტორი ქვეყნების სამეულში ცვლილებაა - საიდან შემოვიდა ყველაზე დიდი თანხა საქართველოში

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა თურქეთი. პირველად სამეულში მოხვდა ირლანდია, საიდანაც საქართველოში შარშან 133,3 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

Top-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2019 წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა:

  • გაერთიანებული სამეფო - 236,6 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 175,3 მლნ დოლარი
  • ირლანდია - 133,3 მლნ დოლარი

ირლანდიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაკავშირებულია „აჭარაბეთის“ 51%-იანი წილის გაყიდვასთან. როგორც ცნობილია, „აჭარაბეთი“ ირლანდიურმა კომპანიამ Paddy Power Betfair გასული წლის თებერვალში 115,4 მილიონ ევროდ იყიდა.

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთომოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა.

ელზა წიკლაური