საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ FitchRatings-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზდის 6 თვის სტატისტიკის გამოქვეყნებისასაც აღინიშნა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის.
ნათია თურნავას განმარტებით, მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება.
„ფიჩის“ გადაწყვეტილებამ, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას. ასევე აფასებენ ინვესტორებიც, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი. ეს არის პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.