ნათია თურნავა - „მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში

„მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მაკდონალდსის“ ახალი, რიგით მე-18-ე რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე.

ახალი რესტორანი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა, სადაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა.

„მაკდონალდს საქართველო“ 2020 წელს თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.