„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანისა და ხელბარგის, დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 19 391,16 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.