ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზეა

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის ახალი რეიტინგის თანახმად კომპანია Tesla და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა. მან სიმდიდრის მაჩვენებლით გაასწრო ფრანგ ბერნარ არნოს, რომელიც გახლავთ კომპანია LVMH-ის მფლობელი.

როგორც სააგენტო იუწყება, კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასი ორშაბათს 11%-ით გაიზარდა, შედეგად კი ილონ მასკის ქონება გაიზარდა 7,8 მილიარდი დოლარით და ჯამურად შეადგინა 84,8 მილიარდი დოლარი. ბერნარ არნოს ქონება კი ამ დროისთვის 84,6 მილიარდს შეადგენს. ახლა ილონ მასკის წინ მხოლოდ სამი მილაირდერია, მარკ ცუკერბერგი 99 მილაირდით, ბილ გეითსი 121 მილიარდით და ჯეფ ბეზოსი 188 მილიარდი დოლარის კაპიტალით.

შეგახსენებთ, კომპანია Tesla ილონ მასკმა 2003 წელს დააფუძნა, თავიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებდა, თუმცა შემდგომ მზის ელემენტებისა და ენერგოშემნახველი სისტემების წარმოებაც დაიწყო.

კოკა კვირკველია