„საქართველოს ბანკი“ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ამჯერად ბანკისა და ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შპს „თოლეს“ პარტნიორობით თხილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში ეს ქარხნის წარმადობას დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„საქართველოს ბანკი“ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. „საქართველოს ბანკი“ ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში “,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.