ბრიტანელი რითეილერი Marks&Spencer იუწყება, რომ გეგმავს დამატებთ 7 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც გახდება ახალი დარტყმა საცალო ვაჭრობის სექტორისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა.
კომპანია აცხადებს, რომ გათავისუფლებები მეტწილად მოხდება ნებაყოფობით წასვლით ან პენსიაზე ნაადრევანდ გასვლით.
„ეს წინადადებები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქეთკენ, რომ გავხდეთ უფრო ეკონომიურები, სწრაფები და ცვალებად მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ამავდროუალდ მხარს დაუჭერს კოლეგებს“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სტივ როუმ.
M&S-ის ინფორმაციით 20 აგვისტომდე 19 კვირის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები შემცირდა 19,2%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ტანსაცმლის გაყიდვები შემცირდა 49,1%-ით ხოლო კვების პროდუქტების გაყიდვები 1,1%-ით.
ცნობისთვის, M&S-მა უკვე ივლისში გვამცნო, რომ აპირებდა 950 სამუშაო ადგილის შემცირებას მაღაზიების მართვის მოდერნიზების ფარგლებში.