2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17.6%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1,758 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (16.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4,272 მლრდ აშშ დოლარს (17.9 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ივლისში, 2,513 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.

ლიკა ამირაშვილი