ტოპ-3 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს 198.5 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 130.1 მლნ დოლარით (7.4 პროცენტი).

რაც შეეხება საიმპორტო პროდუქტებს, 2020 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 383.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 290.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 278.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).

ლიკა ამირაშვილი