“თეგეტა მოტორსში” სპეციალური აქციები და შეთავაზებები დაიწყო. როგორც „თეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან, ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების და ავტოსათადარიგო ნაწილების შეძენისას მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% “თეგეტა ქარდზე” დაუბრუნდება.
აღნიშნულ აქციასთან ერთად სხვადასხვა პროდუქტზე მინიმალური ფასების აქციაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ზაფხულის საბურავები და აკუმულატორები 69 ლარიდან, ძრავის ზეთები კი 7 ლარიდან.
„თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე. იმ მომხმარებელს, რომელიც მუდმივად დაკავებულია, „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას გთავაზობთ. თუ არ გაქვთ დრო თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში მისაყვანად, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: ( +995 32 ) 226 44 44, გამოიძახოთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი, რომელიც გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში, გამართავს და დაგიბრუნებთ უკან თქვენთვის სასურველ მისამართზე,” - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.
მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის „თეგეტას“ ვაკის ფილიალი (უნივერსიტეტის ქუჩა N6) განახლებული, გაზრდილი სამუშაო განრიგით მოგემსახურებათ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 21:00 საათამდე, შაბათს - 09:30 -18:30 საათამდე და კვირას - 09:30 - 18:00 საათამდე.