21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება კვლავ გაგრძელდება.
„უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.