მარიამ ქვრივიშვილი - სხვადასხვა კურორტზე შიდა ტურისტული ნაკადის მატება შეინიშნება

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე შიდა ტურისტული ნაკადის მატება შეინიშნება.

ქვრივიშვილის თქმით, გამომდინარე აქედან, ტურისტულ ზონებზე, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება.

„ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შიტა ტურისტული ნაკადის სხვადასხვა კურორტზე. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, მაგალითად, როგორიც არის: შავიზღვისპირეთი. შესაბამისად, მოხდება ტესტირება ყველა იმ თანამშრომლის, იმ ადამიანის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სერვისის მიწოდების ნაწილში სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად ვიქნებით დაცული და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი შიდა ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.