ნორვეგიის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდმა, რომელიც ფლობს 1,15 ტრილიონი დოლარის აქტივებს, 21,27 მილიარდი დოლარის (188 მილიარდი ნორვეგიული კრონის) დაკარგვის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული კი გამოიწვია ფონდის მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციებზე ფასების კლებამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„მიუხედავად მეორე კვარტალში ბაზრების კარგი აღდგენისა, ჩვენ კვლავაც თვალს ვადევნებთ არსებით გაურკვევლობას“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
მსოფლიოს უმსხვილეს სუვერენულ ფონდს ეკუთვნის დაახლოებით 1,5% მსოფლიოში არსებული აქციების. ფონდის ასევე ინვესტიციებს დებს უძრავ ქონებასა და ობლიგაციებში.
ნორვეგიული ფონდის საერთო შემოსავლები წლის პირველ ნახევარში მინუს 3,4% იყო. აქციების ღირებულება შემცირდა 6,8%-ით, უძრავი ქონების კი 1,6%-ით, მაშინ როცა ინვესტიციებისა და ფასიანი ქაღალდების ნაწილში 5,1%-იანი მატება დაფიქსირდა.
ნორვეგია სუვერენულ ფონდში დებს ნავთობის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს. ფონდის მოცულობა სამჯერ მეტია ნორვეგიუს წლიურ მშპ-ზე და თუ ერთ სულ მსოახლეზე გადავითვლით ის შეადგენს 214,000 დოლარს თითოეულ მოქალაქეზე.