ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აეროპორტებში მზგავრთნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება მიმდინარეობს. როგორც ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ამჟამად არსებული მონაცემებით, კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
„კარგი და პოზიტიური ტენდენციაა, რომ ტურისტული მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური ზრდა შეინიშნება. მოგახსენებთ, რომ აეროპორტებში მიმდინარეობს მზგავრთნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ, რომ ტესტირების კომფორტული რეჟიმი იყოს ყველა ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა აღებული ტესტის ნიმუში არის კოვიდ ნეგატიური, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან პოზიტიურად შევხედოთ მომდევნო პერიოდს“,-განაცხადა ქვრივიშვილმა.