სასაკლაოების რაოდენობა შემცირდა - როგორია საქონლის დაკვლის ფასი

საქართველოში სასაკლაოების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალშიქვეყანაში 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 101.

ამ დროისთვის არსებული სასაკლაოების 20.2 % - ქვემო ქართლში, 15.5 % - კახეთში, 13.1 % - იმერეთში, 13.1 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 % - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 % სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 62.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.6 % მსხვილფეხა, ხოლო 60.4 % -წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 773.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში 8 444.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 49.1 % - ფრინველის, 19.1 % - ღორის, 0.6 % - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამავე მონაცემების მიხედვით, მომსახურება გაეწია 6.5 ათას პირს, საიდანაც 25.9% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 817 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.9 ლარი, ხოლო ღორის - 23.9 ლარი.

ნინი ქეთელაური