Yandex გახდა Yandex Go

Yandex-მა გამოუშვა Go – აპლიკაცია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სერვისებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოში Yandex Go აპლიკაციაში ახლა გაერთიანებულია ტაქსით სწრაფი გადაადგილება ქალაქში და ნივთების მყისიერი გაგზავნა; სხვა ქვეყნებში ამ სერვისებს შეიძლება დაემატოს რესტორნებიდან კერძების და მაღაზიებიდან პროდუქტების ექსპრეს-მიტანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის „ცოცხალი“ განრიგი, ქარშერინგი და მგზავრობები პერსონალურ მძღოლთან ერთად.

Go ჩაანაცვლებს Yandex.Taxi-ს აპლიკაციას. ერთ აპლიკაციაში სხვადასხვა სერვისების შესაძლებლობების გაერთიანებით Yandex Go გამოიყენებს ამ სერვისების ყველა საკვანძო ტექნოლოგიას. სერვისების შეკვეთების შემსრულებელი მძღოლები ნაკლებად იმუშავებენ „ფუჭად“ და აღარ გაუცდებათ დრო შეკვეთების მოლოდინში.

„Yandex Go საშუალებას აძლევს ხალხს სწრაფად და დროულად მოაგვარონ ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ტაქსი 5 წუთზე ნაკლებ დროში მოდის, ნივთების ან საბუთების ადგილზე მიტანას საშუალოდ 20 წუთზე ნაკლები სჭირდება. Yandex ეკოსისტემის შიგნით არსებული ტექნოლოგიებისა და პლატფორმების წყალობით, ჩვენ იმდენად ვამარტივებთ ყოველდღიურ საქმეებს, რომ ხალხს შეუძლია მათი შესრულება სწრაფად და სხვა საქმეების პარალელურად“, – ამბობს დანიილ შულეიკო, კომპანია Yandex.Taxi-ს ჯგუფის გენერალური დირექტორი.

დასახელებასთან ერთად Yandex Go-ს ინტერფეისიც შეიცვლება, თუმცა ის კვლავ Yandex.Taxi-ს სტილის იქნება.

Yandex Go-ზე გადასასვლელად Yandex.Taxi-ს აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა განაახლონ იგი უახლესი ვერსიით. ახალი მომხმარებლებისთვის Yandex Go სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Google Play-სა და AppStore-ში.

Yandex.Taxi თბილისში 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს, ახლა კი სერვისი ხელმისაწვდომია ასევე ბათუმსა და რუსთავში. მიმდინარე წლის დასაწყისში, ტაქსით მგზავრობების გარდა, სერვისში ხელმისაწვდომი გახდა ადგილზე მიტანის ფუნქცია.

(R)