ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შესრულებული სამუშაოები, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა და სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ შეისწავლეს.
მათ ცნობით, ბესიკ ამირანაშვილს, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების ჩიხების მოასფალტების პროცესი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ გააცნეს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა გზის 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,ბაკურიანის სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრი მოინახულა.
ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს,რომლის დასრულებაც მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება.