Apple-ს საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია Apple გახდა ამერიკის პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 1-ტრილიონ დოლარიანი ზღვარი გადალახა. ახლა კი აიფონების მწარმოებელმა კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა - მისი კაპიტალის ღირებულება უკვე 2 ტრილიონ დოლარზე მეტია.

კუპერტინოში (კალიფორნია) ბაზირებული კომპანიის თითო აქციის ფასი, მცირე ხნით 468.65 დოლარამდე გაძცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის კაპიტალიზაციამ 2.004 ტრილიონ დოლარს მიღწია. საბოლოოდ კი თითო აქციის ფასი 467.62 დოლარზე ჩამოვიდა და შესაბამისად, ბაზარზე სამუშა დღის ბოლოსთვის, კომპანიის კაპიტალიზაცია 1.999 ტრილიონი დოლარი იყო.

Apple-ს აქციები წელს დაახლოებით 57 პროცენტით არის გაზრდილი. ამ დღეებში ზრდას ხელი შეუწყო პროგნოზმა იმის შესახებ, რომ პოსტ კორონვირუსულ პერიოდში, ტექნოლოგიურ კომპანიებს ხანგრძლივი წარმატება ელით. ზრდის ტემპით, „ეპლმა“ ისეთი გიგანტიც კი ჩამოიტოვა, როგორიცაა საუდეთის ნავთობკომპანია „საუდი არამკო“ (Saudi Aramco).

ინვესტორების „ეპლისადმი“ დაინტერესება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომავალში ნაკლებად დამოკიდებული იქნება „აიფონების“ გაყიდვაზე და აქცენტს მომხმარებელთა მომსახურებაზე (ვიდეო, მუსკა და თამაშები) და გართობაზე გადაიტანს.

ამჟამად, „ეპლზე“ S&P 500-ში შემავალი კომპანიების ჯამური ღირებულების დაახლოებით 7 პროცენტი მოდის. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია, S&P 500-ის 200 ყველაზე პატარა კომპანიის ჯამურ ღირებულებაზე მეტია. მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, „ეპლის“ აქციები გადაყიდულ ფაზაშია და მოსალოდნელ ღირებულებაზე დაახლოებით 30 პროცენტით მეტი ღირს.

ამერიკულ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში, მომდევნო ორ ადგილს, „მაიკროსოფტი“ (Microsoft) და „ამაზონი“ (Amazon) იყოფენ, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც 1.6-1.6 ტრილიონი დოლარია. 1 ტრილიონი დოლარით შემდეგ „გუგლის“ (Google) მფლობელი „ალფაბეტი“ (Alphabet) მოდის.