Nokia Mercedes-Benz-ის ყოველი გაყიდული ავტომობილისგან პროცენტს ითხოვს

ფინურმა კომპანიამ Nokia-მ მოიგო სასამართლო დავა Mercedes-Benz-ის ავტომობილებში მისი ტექნოლოგიის ნებართვის გარეშე გამოყენებაზე. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, ფინური კომპანია გერმანული კონცერნისგან Daimler AG-ისგან მოითხოვს ყოველ გაყიდულ ავტომობილზე პროცენტს. თუ ავტომწარმოებელი ამას არ დათანხმდება შესძლოა, მწარმოებელს აეკრძალოს ავტომობილების გაყიდვა გერმანიაში.

გერმანიის ქალაქ მანჰეიმის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ Daimler AG-მ ნამდვილად დაარღვია Nokia-ს პატენტები მობილურ ტექნოლოგიებზე. კონცერნის წარმომადგენლები თავის მხრივ აცხადებენ, რომ აპირებენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს ინსტანციაში და ამავდროულად ბრენდის ავტომობილების გაყიდვების აკრძალვის შესაძლებლობას „ნაკლებ სავარაუდო“ უწოდეს. Daimler-ში მიაჩნიათ, რომ Nokia-მ უნდა გასცეს ლიცენზია ამ მოწყობილობის წარმოებაზე სხვა კომპანიებზე.

Nokia-შ კი იმედოვნებენ, რომ Daimler-ი მიიღებს მასზე დაკისრებულ „სამართლიან“ ვალდებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ ლიცენზიას. კომპანიაში „სამართლიანად“ მიაჩნიათ თითო გაყიდული ავტომობილიდან პროცენტის მიღება.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ Daimler არ დათანხმდება შეთავაზებულ სქემას, Nokia-ს ნამდვილად შეუძლია მოითხოვოს Mercedes-Benz-ის ავტომობილების გაყიდვების აკრძალვა გერმანიაში. თუმცა, ამისთვის თავად „ნოკიას“ მოუწევს კიდევ ერთი სარჩელის შეტანა და ამ საჩივრის დაკმაყოფილება 7 მილიარდი ევროს ოდენობით. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი კანონების მიხედვით, პატენტის მფლობელი იღებს ვალდებულებას მოპასუხის მხარის დანაკარგებზე, იმ შემთვევაში თუ აკრძალვა შედის ძალაში.

კოკა კვირკველია