როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის მერია 44,6 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს (+ფოტო)

თბილისის მერიამ თემქის (ზღვისუბნის) ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2020-2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.