ბინები ვენესუელაში, რუსეთში, კანარის კუნძულებზე  - ვინ არიან ქართველი დეპუტატები, ვინც უძრავ ქონებას უცხო ქვეყნებში ფლობენ

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბით, რომ­ლე­ბიც უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ამ მხრივ აქვს პარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენს.

გე­ლაშ­ვი­ლი ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში.

1. 310 000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი 165 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელს, მარ­გა­რი­ტის კუნ­ძულ­ზე.

2. 6 700 000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 52800 კვ.მ უძ­რავ ქო­ნე­ბას ასე­ვე მარ­გა­რი­ტას კუნ­ძულ­ზე.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე დან­გუ­ო­ლე გე­ლაშ­ვილს კი ლი­ე­ტუ­ვა­ში, კერ­ძოდ, ვილ­ნი­უს­ში აქვს 720 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტა­რის მე­უღ­ლემ 500 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დე­პუ­ტატ პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძეს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აქვს რუ­სეთ­ში. მისი 53 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, ტუ­ხა­ჩევ­სკის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. . იხილეთ სრულად