SpaceX-მა 1,9 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა

ამერიკულმა კომპანიამ SpaceX მიმდინარე თვეში 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox Business-ი იუწყება.

როგორც კომპანიის მიერ ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიისადმი მიწოდებულ ანგარიშში წერია, აღნიშნული თანხა შემოვიდა 75 ინვესტორისგან. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის უმსხვილესი ერთჯერადი კაპიტალდაბანდება SpaceX-ში. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით კი კომპანიის ღირებულება საფონდო ბირჟაზე 46 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

SpaceX-ის ხელმძღვანელია ილონ მასკი. კომპანია იყენებს საკუთარ რაკეტმზიდებს ორბიტაზე სასარგებლო ტვრითების გასატანად და მუშაობს ახალ კოსმოსურ ხომალდზე.

შეგახსენებთ, მაისში SpaceX-მა ხომალდით Crew Dragon განახორციელა პირველი პილოტირებული გაფრენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე. ხომალდმა სადგურამდე 31 მაისს მიაღწია. Crew Dragon-ის გაშვება გახდა პირველი პილოტირებული გაფრენა ამერიკის ტერიტორიიდან ბოლო 9 წლის განავლობაში. როგორც ცნობილია „ნასამ“ ამერიკული წამროების საფრენი აპარატებით ფრენები 2011 წელს შეწყვიტა და ამერიკელი პილოტები კოსმოსში რუსული საჰაერო ხომალდებით „სოიუზებით“ მიფრინავდნენ.

კოკა კვირკველია