საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელებას ეფექტურად ებრძვის, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს ბრძოლა, რათა ეკონომიკის დადებითი მაჩვენებელი აღადგინოს.
გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების დროს ხელისუფლების ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება და რჩება. როგორც ჩანს, ჩვენი ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით მუშაობა, ბრძოლა ერთობლივად მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი და 2019 წელი დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ. აქ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გამოვიდეთ მდგომარეობიდან, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმებისა და ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების დროს ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც სასიხარულოდ აღნიშნული იყო საერთაშორისო საერიტინგო სააგენტოების მიერ. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთვრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.