ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ერაყის ხელისუფლებასთან 8 მლრდ დოლარის კონტრაქტები გააფორმეს

ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ოთხშაბათს ერაყის ხელისუფლებასთან რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ Chevron-მა და ერაყის ნავთობის სამინისტრომ გააფორმეს ხელშეკრულება მასომზადებელი სამუშაოების ჩატარების, დაზვერვისა და შემდგომში ნავთობის მოპოვება/დამუშავებაზე პროვინციაში დი-კარ.

ხელმოწერა მოხდა ვაშინგტონში ერაყის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. „ ეს შეთანხმებები არის გასაღები ერაყის მომავლისთვის ენერგეტიკის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე კომპანიები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აშშ-ს გამხდარიყვნენ ენერგოდამოუკდიებლები, საკუთარ გამოცდილებას მოახმარენ ერაყს სრულად აითვისოს მისი პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუეიტმა.

კოკა კვირკველია