კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ივლისი 63 493 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.

ეს კი წინა თვესთან შედარებით, 73,296 მლნ ლარით ნაკლებია, ივნისში ბანკების წმინდა მოგება 136,789 მლნ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,680 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -62,803 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,611 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის ივლისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 398,676 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 326,905 მლნ ლარი. ივლისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 330,439 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.