გასულ თვესთან შედარებით, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი რამდენიმე ნიშნულით არის გაზრდილი.
20 აგვისტოს მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 42.59 აშშ დოლარია, ხოლო ბრენტის ტიპის - 44.98.
ნავთობის ფასის მატება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას უკავშირდება. ქვეყნებმა ეტაპობრივად დაიწყეს საყოველთაო კარანტინის მოხსნა, აღდგა საერთაშორისო ფრენების ნაწილი, გაიხსნა სხვადასხვა ეკონომიკური დარგი, რამაც შავ ოქროზე მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასის ზრდა განაპირობა.
ამასთან, 16 ივნისს ოპეკი +-ის მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება ერთი თვით გახანგრძლივდა (9,7 მილიონი ბარელი დღე-ღამეში).
„ოპეკი +“-ის სამონიტორინგო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ახლახან გაიმართა, დადგინდა, რომ სანავთობო ბაზარზე მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. გაუმჯობესება შეინიშნება მარაგების შემცირებისა და მოთხოვნასა და მიწოდებას შორის კლების ფონზე. მიუხედავად ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ბაზრის აღდგენის ტემპი უფრო ნელი აღმოჩნდა, ვიდრე COVID-19-ის მეორე ტალღის რისკის გამო ივარაუდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სამონიტორინგო კომიტეტმა ოპეკი +-ის შეთანხმების არაეფექტურად შემსრულებელ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, ნავთობის მოპოვების შემცირება აგვისტო სექტემბრის თვეებში დააკომპენსირონ. საუბარია იმ შემცირებულ რაოდენობაზე, რაც მაისის თვიდანაა დაგროვილი.
ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ და ივნისის თვეში ოპეკი+-ის შეთანხმებამ ივლისსა და აგვისტოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდაც განაპირობა. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები მყისიერად აისახა საქართველოზე. საწვავის ზრდა თავდაპირველად, არაბრენდირებულ ბენსინგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა, რადგან ბრენდირებულისგან განსხვავებით, მათ რეზერვები თითქმის არ გააჩნიათ. ბრენდირებულმა ბენზინგასამართმა სადგურებმა კი არაბრენდირებულზე შედარებით დაბალი ფასები შეინარჩუნეს, თუმცა მსოფლიოში ბაზარზე არსებული პროცესების გამო მათაც დაკორექტირება მოუწიათ.
საწვავის ფასები 2020 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით:
ბრენდულ ბრენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლები სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით სარგებლობენ, რაც ზოგად ფასთან შედარებით რამდენიმენიშნულიან სხვაობას იძლევა. 20 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნული ფასდაკლებები ასეთია:
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპეკი +-ის ტექნიკური კომიტეტი მომდევნო სხდომზე, რომელიც სექტემბერშია ჩანიშნული და შემოდგომიდან რა ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ვალუტის გაცვლითი კურსი საქართველოში საწვავის ფასებზე.