2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ მარტამდე გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გრინვეიდან“ აცნობეს.
კანონის მიხედვით, განბაჟების შემდეგ, ამ ავტომანქანებს 30 დღის ვადა ექნებათ იმისათვის, რომ ტექინსპექტირება გაიარონ, რაც ნიშნავს, რომ 1-ელ მაისამდე იმპორტირებულ ტრანსპორტს ტექინსპექტირება 2021 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა ჩაუტარდეს.
„რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ ავტოტრანსპორტს - კერძოდ, უკვე განბაჟებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტოტრანსპორტს, რომლებსაც ინსპექტირება ადრე გავლილი აქვს და ახლა ვადა ეწურება და ახალ ავტომობილებს, რომლებსაც, არსებული რეგულაციებით, პირველად უწევთ ტექინსპექტირება - მათ სტანდარტულად მოუწევთ ტექისნპექტირების გავლა შესაბამის თარიღამდე.
ტექინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, კომპანია „გრინვეი“ მოუწოდებს ავტომფლობელებს, საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ „გრინვეის“ ნებისმიერ ცენტრს თბილისსა თუ რეგიონებში და გაიარონ სავალდებულო ტექინსპექტირება უმარტივესად.
ტექინსპექტორების ზუსტი თარიღის გაგება ნებისმიერ ავტომფლობელს „გრინვეის“ ვებგვერდზე www.umartivesad.ge შეუძლია. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა სასურველ დროს, ხელსაყრელი მდებარეობის ცენტრში, ამავე ვებგვერდზე, ან ტელეფონით: 2 99 77 77“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.