ლენტეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა, წაღებულია გზა და 4 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, ამის საშიშროება არსებობს.