ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსის“ (SpaceX) ინტერნეტ „სტარლინკის“ (Starlink) ათზე მეტმა მომხმარებელმა, ქსელის სიჩქარის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
გამოცემა „არს ტექნიკას“ (Ars Technica) ინფორმაციით, გადმოწერის სიჩქარე წამში 11-60 მეგაბიტს აღწევს, გადმოტვირთვის სიჩქარე კი წამში 5-18 მეგაბიტია. ამასთან, სიგნალის შეყოვნების დრო მხოლოდ 31-94 მილიწამია. ზოგ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 20-21 მილიწამის ფარგლებშია.
გამოცემა წერს, რომ სიგნალის შეყოვნების დრო, მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა „სტარლინკს“ კომპიუტერული ონლაინ-თამაშებისთვის იყენებენ. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „სპეის იქსმა“ აშშ-ის კავშირის ფედერალური კომისის მხარდაჭერა მიიღოს. რეგულატორის მოთხოვნების შესაბამისად, შეყოვნება არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიწამს. „სპეის იქსის“ მიზანი, ამ შეყოვნების 20 მილიწამამდე შემცირებაა.
„არს ტექნიკას“ ინფორმაციით, „სპეის იქსი“ აშშ-ში სტარლინკის ქსელში, 5 მილიონი აბონენტის ჩართვას გეგმავს. კომპანიას ამ დროისთვის კოსმოსში კავშირის 600-ზე მეტი აპარატი აქვს გაშვებული. სულ კი 12 ათასი ასეთი თანამგზავრის გაშვება იგეგმება. ეს კი ნიშნავს, რომ „სტარლინკის“ ტექნიკური მახასიათებლები, თანამგზავრების რიცხვის ზრდასთან ერთად, გაუმჯობესდება.