TikTok-მა სოც-ქსელის წესების დარღვევის გამო შტატებში 380 ათასი ვიდეო წაშალა

შტატებში ჩინურმა აპლიკაციამ TikTok-მა ქსელიდან წაშალა 380 ათასზე მეტი ვიდეო, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ამერიკელი მომხმარებლების მიერ და რომელშიც ხდებოდა სიძულვილის ენის ტირაჟირება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია.

„ჩვენ არ მოვითმენთს სიძულვილს TikTok-ში. ჩვენ ვშლით კონტენტს, რომელიც აღვივებს სიძულვილის ენას, მათ შორის, შეურაცხყოფას რასისტულ ნიადაგზე. 2020 წლის განმავლობაში ჩვენ შტატებში წავშალეთ 380 ათასზე მეტი ვიდეო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს პოლიტიკას“ - ნათქვამია პრეს-რელიზში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში დაიბლოკა 1300 მომხმარებლის ანგარიში, ასევე წაიშალა 64 ათასამდე კომენტარი, რომელიც სიძულვილის ენას აღვივებდა.

კოკა კვირკველია