აგვისტოში რეგიონისა და ზღვისპირეთის სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონისა და ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოში დატვირთულობა გაზრდილია.

კორონავირუსის შემდგომ პერიოდში გაკეთებული ჯავშნების მიხედვით, მსხვილ სასტუმროებში ყველაზე მეტი, 32%-იანი დატვირთვა კახეთში შეინიშნება. ამასთან, მოცემულ პერიოდში თბილისის სასტუმროებში დატვირთვამ 6%, ზღვისპირეთში 15%, ხოლო სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით) შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით შემცირდა.

ნოდარ სირბილაძე