ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასმა პირველად გადალახა 2,000-დოლარიანი ნიშნული. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს გამართული სავაჭრო პროცესი.
ხუთშაბათს გამართული სესიის ფარგლებში კომპანიის აქციაზე კოტირებები 7%-ით გაიზარდა და ერთ ცალ აქციაზე 2 003,00 დოლარი შეადგინა. Business Insider-ის ცნობით, შედეგად Tesla-ს კაპიტალიზაცია გაიზარდა 372 მილიარდ დოლარამდე, რითაც გადაასწრო ამერიკის უმსხვილეს საცალო ვაჭრობის ქსელს Walmart-ს.
შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს კომპანიის აქციაზე ფასმა 1120 დოლარი შეადგინა და მაშინ მისმა კაპიტალიზაციამ 210 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 3 ივლისს 224,5 მილიარდი. შედეგად კი Tesla-მ გადაასწრო S&P 500 ინდექსში შემავალ 500-ვე კომპანიას, მათ შორის იაპონურ ავტოგიგანტს Toyota-ს.
ერთი წლის წინ კომპანიის აქციაზე ფასი 260 დოლარს არ სცდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებლი გაზრდილია 374%-ით.