იმერეთის მუნიციპალიტეტში 14 ახალი სკოლა შენდება, 251-ს კი სარემონტო-რეაბილიტაცია უტარდება

იმერეთის მუნიციპალიტეტში 14 ახალი სკოლა შენდება, 251-ს კი სარემონტო-რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, 1 სკოლის მშენებლობა - 15 სექტემბრისათვის, 7 ახალი სკოლა - მიმდინარე წლის ბოლომდე, დანარჩენი 6 სკოლა კი 2021 წლის ზაფხულში.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, იმერეთის მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც ამორტიზირებული სკოლებია და არ შეესაბამება სტანდარტებს, ვაშენებთ სკოლებს, მათ შორის, სოფელ არგვეთაში, სადაც 250 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება და მშენებლობა დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლოს. ასევე მთლიანად იმერეთის რეგიონში შენდება 14 სკოლა, რაშიც დაახლოებით 32 მილიონი ლარი დაიხარჯება და მიმდინარეობს 251 სკოლაში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება და ეს სახელმწიფოს უჯდება 10 მილიონ ლარამდე", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

2020 წელს, იმერეთის მასშტაბით 251 სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, სამუშაოები მიმდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 17 სკოლაში; თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 14, ტყიბულის მუნიციპალიტეტში - 11, ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 29, ხონის მუნიციპალიტეტში - 19, საჩხერის მუნიციპალიტეტი - 31, სამტრედიის მუნიციპალიტეტში - 19, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - 16, ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 17, ვანის მუნიციპალიტეტში - 29, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 33 და ქალაქი ქუთაისში - 16 სკოლას. რაც შეეხება ახალ სკოლებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 3 სკოლა შენდება, რომელთაგანაც სიქთარვის სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის 15 სექტემბრისათვის დასრულდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტში - 3 სკოლა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 2, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - 1, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 2, საჩხერის მუნიციპალიტეტში - 1 და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 2.

ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მიერ.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.