აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. აღნიშნულის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთიბების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა დეგნანმა.
ცნობისათვის, ფრენებთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა.