თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე 21 აგვისტოს 23:00 საათიდან 22 აგვისტოს 06:00 საათამდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ.ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე, დასავლეთის მიმართულებაზე გზის ჩაკეტვა 21 აგვისტოს 23:00 საათიდან 22 აგვისტოს 06:00 საათამდე.
მათივე ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.