2020 წლის 7 თვეში (იანვარი-ივლისი), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყინული თევზის იმპორტი 11%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელის 7 თვეში საქართველომ ჯამში 8,830 ტონა (15,422 მლნ აშშ დოლარი ) პროდუქტი შეიძინა, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდში - 7,934 ტონა (13,892 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც საქრთველომ 2020 წელს გაყინული თევზი ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა, ასე გამოიყურება:
- ისლანდია - 1,721 ტონა (3,352 მლნ აშშ დოლარი )
- აშშ - 1,098 ტონა (1,861 მლნ აშშ დოლარი)
- ახალი ზელანდია - 1,060 ტონა (1,538 მლნ აშშ დოლარი)
- ესპანეთი - 1,048 ტონა (1,611 მლნ აშშ დოლარი)
- ნორვეგია - 937 ტონა (1,970 მლნ აშშ დოლარი)